საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა მე-7 სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვეობის მორალური გამოწვევები"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა  მეშვიდე ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვეობის მორალური გამოწვევები" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორიები  იყვნენ: ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე. 

 

 ღონისძიების მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა. 

   ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ყოველწლიური კონფერენციის მიზანი სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის წახალისებაა, მოტივირებულ სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობაში ჩართვის ხელშეწყობა. მათი ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, ფილოსოფიის, თეოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ახალი თეორიული ცოდნის ფორმირებას, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევებისათვის შესაბამისი უნარების მომზადება და აიმაღლონ დისკუსია-დებატების კულტურა. 

 

 სტუდენტთა უმრავლესობისთვის  კონფერენციაში მონაწილეობა პირველ სამეცნიერო გამოცდილებად იქცევა.  საშუალებას აძლევს  გაასაჯაროონ საკუთარი ნაშრომები, გააცნონ კვლევის შედეგები არა მხოლოდ თანაკურსელებს, არამედ სხვა მიმართულებისა და ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს.  გამორჩეული მოხსენებების ტექსტები დაიბეჭდება ფილოსოფიის სტუდენტთა სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალში ,,ზნენი.“

      

თარიღი: 20/06/2024